კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი ანესთეზიოლოგიური სამსახური, 24/7 სრული სერვისი, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური, გამოცდილი გუნდით, რომელსაც სათავეში უდგას ცნობილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ცოტნე სამადაშვილი. ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტი გადის ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო კონსულტაციას, სადაც ხდება ყველა რისკის ინდივიდუალური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ოპერაციის საუკეთესო გამოსავლებს. საოპერაციო ბლოკში განთვსებულია ანესთეზიის შემდგომი მართვის სივრცე ( Post Anesthesia Care Unit --PACU), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული და მზრუნველი პერსონალით, რომელთაც აქვთ სათანადო გამოცდილება, რომ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო გართულებას. PACU წარმოადგენს პერიოპერაციული მართვის მნიშვნელოვან რგოლს.