ასოცირებული პროფესორი ცოტნე სამადაშვილი ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული მედიცინისა და ბავშვთა ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგიის ლიცენზირებული ექიმია. იგი 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ხელმძღვანელობს ანესთეზიისა და საოპერაციო ბლოკის დეპარტამენტს.
ყურადსაღებია, რომ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებასაც (სტაჟირება, ვორქშოფი) გერმანიის, ავსტრიისა და თურქეთის წამყვან კლინიკებში. ამასთან, იგი არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ კონგრესის დელეგატია.
რაც შეეხება მის სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობას, იგი 3 უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამის ავტორი და 1 პროგრამის თანაავტორია, ამავდროულად - უმაღლესი სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტია, ხოლო, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ის პირდაპირ არის ჩართული მომავალი ექიმების საგანმანათლებლო ფორმირების პროცესშიც.