დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. თეიმურაზი გახლავთ ექიმი-პედიატრი და მედიცინის დოქტორი. ასევე, ის არის საქართველოს უნივერსიტეტისა და კენ ვოლკერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
თეიმურაზ მიქელაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 2016 წლიდან, ის გახლავთ კავკასიის მედიცინის ცენტრის, პედიატიული განყოფილების ხელმძღვანელი.
ამჟამად, ის არის, მთავრობის ადმინისტრაციის სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა პროფესიული განვითარების და იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს წევრი