Image alt text

პედიატრიის ცენტრი

ჩვენ ვზრუნავთ სიცოცხლის ჯანსაღი დასაწყისისთვის, იმისთვის რომ თითოეულმა ბავშვმა საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. ბავშვებზე მორგებულ თბილ და კომფორტულ გარემოში მკურნალობის გარდა, ცენტრში შესაძლებელია პაციენტთა განვითარებისა და ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. 
 

სამედიცინო სერვისები: 

  •  პედიატრის კონსულტაცია;
  •  ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია;
  •  ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
  •  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;
  •  ალერგოლოგის კონსულტაცია;
  •  პუბერტული (გარდამავალი) ასაკის დერმატოლოგის კონსულტაცია;
  •  პუბერტული (გარდამავალი) ასაკის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;


პედიატრიულ ცენტრში გეგმიური ამბულატორიული და გადაუდებელი დახმარება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშებისთვის არის ხელმისაწვდომი. მოქმედებს იმუნაზაციის სისტემააც, სადაც ეროვნული კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ძლიერ მხარეს მომსახურების მაღალ ხარისხსა და კვალიფიციურ პერსონალთან ერთად, ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს. 
 

 

პედიატრიულ ცენტრს მედიცინის დოქტორი და ღირსების ორდენის მფლობელი, 25-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი, თემურ მიქელაძე ხელმძღვანელობს.