2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. რეზიდენტურა გაიარა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანფუზიოლოგიის ინსტიტუტში. 2008 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეცალობაში - ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია. მას შემდეგ სტაჟირება გავლილი აქვს ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში (მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი; მეიოს კლინიკა, ინდიანას ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი). აქვს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის 14 წლიანი გამოცდილება. 2018-2021 წლამდე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ეკავა ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა. არის საქართველოს თრომბოზისა და ჰემოსტაზის საზოგადოების პრეზიდენტი.