ირაკლი კობიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. რეზიდენტურა ბელორუსიაში, ზოგადი ქირურგის განხრით გაიარა. მოგვიანებით მან კვალიფიკაცია თორაკოქირუგიის მიმართულებით აიმაღლა, სადაც შეისწავლა მცირეინვაზიური ოპერაციები, თანამედროვე მიდგომებით და სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე VATS თორაკოსკოპია, ვიდეომედიასტინოსკოპია, ტრანსთორაკალური ბიოფსიები კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით და სხვადასხვა სახის ბიოფსიები.
ის დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში ზოგადი ქირურგისა და თორაკო ქირურგის პოზიციას იკავებს.