კავკასიის მედიცინის ცენტრის თორაკოქირურგიის ცენტრი გულმკერდის პათოლოგიური დარღვევების როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ მართვას სთავაზობს პაციენტებს.
თორაკოქირურგიის ცენტრი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმების გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებს, მუდმივად ეცნობა თანამედროვე მედიცინის სიახლეებს და ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროტოკოლებით.
ცენტრში გამოიყენება გამოკვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:
ამასთან, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ხორციელდება ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების თორაკოსკოპიული მკურნალობა უნიპორტალური თორაკოსკოპიული მიდგომებით (მცირე ერთი 2,5 - 5 სმ-იანი განაკვეთით), რომელიც ღია ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით ისეთი უპირატესობებით სარგებლობს, როგორიცაა: რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდი, პოსტოპერაციული ტკივილის შემცირება, დადებითი კოსმეტიკური ეფექტი და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციის პერიოდი.
პათოლოგიის აღმოჩენისა და ეფექტური მართვის მიზნით, სასურველია შემდეგი სიმპტომების არსებობისას დროულად მიმართოთ ექიმს:
ამასთან, პრევენციისთვის მიზანშეწონილია ნიკოტინის შემცველი ან ჩამნაცვლებელი პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა. აგრეთვე, 45 წლის ასაკიდან, სასურველია გულმკერდის რენტგენოგრაფია მწეველი და ონკოლოგიური ისტორიის მქონე პაციენტებისთვის.