ირაკლი კობიძე ლიცენზირებული თორაკოქირურგი, ონკოქირურგი, ბრონქოსკოპისტი და ენსოკოპისტია, ის 2019 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გუნდს და ხელმძღვანელობს თორაკოქირურგიის სამსახურს.
ზემოთ ხსენებულ დარგებსა და თანამედროვე მიდგომებში მას მიღებული აქვს გამოცდილება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, როგორიცაა: შანხაის პულმონოლოგიის საავადმყოფო და აჯიბადემის კლინიკა (თურქეთი).
ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებში, ეცნობა და ნერგავს პაციენტის მართვის თანამედროვე მიდგომებს. 2024 წელს, როგორც სპიკერმა, მან მონაწილეობა მიიღო ევროპის ქირურგიის საზოგადოების 26-ე საერთაშორისო კონფერენციაში, თემით - „გულმკერდის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა უნიპორტალური VATS მიდგომით“.
ექიმი ირაკლი კობიძე წელიწადში საშუალოდ 150 ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს: