გიორგი ჯინჭველაძე კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი გახლავთ საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციისა(GAAVS) და ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების (ESVS) წევრი.
„თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლის გადარჩენა არის უდიდესი გამოწვევა, რაც მიქმნის მოტივაციას გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“.
კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთადა ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით, რომელიც პაციენტს ნებისმიერი სისხლძარღვოვანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს, მათ შორის: