ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო აღნიშნული მიმართულებით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება და მკურნალობის მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული. კლინიკური ბორდი საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
ბორდის საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება სერვისების ეტაპობრივი განვითარება და მკურნალობის მაღალი სტანდარტების შემოღება და დაცვა. ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ფუნქციებში შედის უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება/თარგმნა და დანერგვა, კონსილიუმების გამართვა, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვა, ახალგაზრდა კადრების გაზრდა.
ამ ეტაპზე, ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია იშემიური ინსულტის უახლესი მეთოდებით მკურნალობა, რომელშიც ჩაერთვებიან ქსელში შემავალი ჰოსპიტლები როგორც ინსულტის მართვის ერთეულების, ასევე - ნეოროვასკულარული ცენტრების სახით.
_Proin dolor est, scelerisque quis ipsum vel, tincidunt efficitur tellus. Donec faucibus tellus non diam fringilla, sit amet tincidunt turpis aliquam. Nam et lacinia dolor. Nulla enim nunc, finibus eu tristique vel, dignissim eu justo._