OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ასლან გერმანიშვილი

ბორდის წევრი
ასლან გერმანიშვილი
ასლან გერმანიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. მოგვიანებით მან პროფესიული საქმიანობა გერმანიაში განაგრძო და კვალიფიკაცია ნეიროქირურგიის მიმართულებით აიმაღლა. 2008 წლიდან მას გერმანიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, მათ შორის მუშაობდა იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ხელმძღვანელობდა ფუნქციონალური ნეიროქირურგიის, სტერეოტაქსიური ტუმორის ქირურგიისა და მოზარდთა ნეიროქირურგიის მიმართულებას ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკაში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასლან გერმანიშვილი პროფესიულ საქმიანობას უკვე საქართველოში განაგრძობს და "ივ. ბოკერიას სახწელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ტარდება კლინიკაში თავის ტვინისა და ზურგის ტვინის პათოლოგიების მკურნალობა. ასევე, ჰოსპიტლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხერხემლის ცენტრი, სადაც ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ასაკის შეუზღუდავად ხორციელდება.

პარალელურად, ასლან გერმანიაშვილი ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრია.