OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

კავკასიის მედიცინის ცენტრი

ევექსი ჰოსპიტლები საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 კლინიკით არის წარმოდგენილი.

ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია კავკასიის მედიცინის ცენტრი - მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო  კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს. JCI საერთაშირისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული კავკასიის მედიცინის ცენტრი დასავლური გამოცდილების მქონე ქართველი ექიმებითა და ექთნებით არის დაკომპლექტებული. ჰოსპიტალში ხორციელდება მაღალი სირთულის სამედიცინო ინტერვენციები როგორც ამბულატორიულად, ასევე - სტაციონარულად.

კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიოს ცნობილ ჰოსპიტლებსა და წამყვან სპეციალისტებთან (ალიმპი, ისრაელი) თანამშრომლობს, რაც რთული შემთხვევების სწორად მართვას უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო სპეციალისტების ადგილზე მოწვევით, ასევე ტელემედიცინის მეშვეობით. კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტაციონარულ ბაზასაც წარმოადგენს. ჰოსპიტალში აქტიურად ხორციელდება კიბოს სკრინინგი და სხვა სახელმწიფო პროგრამები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კლინიკის პრინციპია, უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ჯანდაცვა ყველასათვის. ევექსის ჰოსპიტლები უცხოელ პაციენტებს ძალიან მაღალ სამედიცინო მომსახურებას მისაღებ ფასად სთავაზობს. ასევე, უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო კონსიერჟის მომსახურებს, რაც პაციენტებისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს. ქსელში ტარდება ისეთი იშვიათი სამედიცინო ინტერვენციები რეგიონში, როგორიც არის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და რქოვანის გადანერგვა. უცხოელ პაციენტებს იზიდავთ ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების success rate, რომელიც 85%-ს შეადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) საქართველოში ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი პროვაიდერია. ვერტიკალურად ინტეგრირებული ჰოსპიტლებისა და კლინიკების ქსელის მეშვეობით, ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას უზრუნველყოფს. GHG ასევე ფლობს ქვეყანაში უმსხვილეს ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო ბიზნესს და წარმოადგენს უმსხვილესს სამედიცინო სადაზღვევო პროვაიდერს საქართველოში.

2018 წლის დეკემბერში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოცულობით ყველაზე დიდი, მულტიდისციპლინარული, უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია (Mega Lab) გახსნა. ასევე, GHG თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს სამედიცინო ტურიზმს, რომლის გასავითარებლადაც რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სეგმენტების წამყვანი პოზიცია ბაზარზე:

  • მოსახლეობის ყველაზე ფართო მოცვა: GHG აერთიანებს 34 კლინიკას, 18 რეფერალურ ჰოსპიტალს, 279 აფთიაქსა და 1 მეგა ლაბორატორიას;
  • ქვეყანაში უმსხვილესი სამედიცინო სერვისების პროვაიდერი: რეფერალური ჰოსპიტლებისა და კლინიკების საწოლფონდით (3,320) ჯგუფის სამედიცინო სერვისების ბიზნესი ბაზრის 23.2%- ს ფლობს;
  • ქვეყანაში უმსხვილესი ფარმაცევტული საცალო და საბითუმოდ მოვაჭრე: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ფარმაცევტული და სადისტრიბუციო ბიზნესი ბაზრის 30% ფლობს;
  • ქვეყანაში უდიდესი სამედიცინო სადაზღვევო პროვაიდერი: ჯგუფის სამედიცინო სადაზღვევო ბიზნესი ბაზრის 31.1 % ფლობს და 230,000 დაზღვეულ ფიზიკურ პირს აერთიანებს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

რატომ ჩვენ

200105 ადგილობრივი პაციენტი
5349 საერთაშორისო პაციენტი
59173 ჩატარებული ოპერაცია

რადგან ჩვენ ვფარავთ საქართველოს სრული მოსახლეობის 75% - ს

მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი
დატოვეთ თქვენი შეფასება ჰოსპიტლის შესახებ
სავალდებულო ველები აღნიშულია *
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ