OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ვლადიმერ წიქარიშვილი

ბორდის წევრი
ვლადიმერ წიქარიშვილი
ვლადიმერ წიქარიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და რეზიდენტურა აკად. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გაიარა. მან დაიცვა სადისერტაციო თემა ქალაფუძის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის შესახებ და მედიცინის დოქტორის წოდებაც მიიღო.

ვლადიმერ წიქარიშვილმა არაერთი სტაჟირება გაიარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისსა და აშშ-ში. ის არის ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციისა და ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოების ასოციაციის წევრი. გარდა ამისა, გახლავთ ამერიკის ნეიროქირურგთა კონგრესისა და AO Spine ასოციაციის წევრიც. ვლადიმერ წიქარიშვილს გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია. ასევე, მან გამოსცა ორი სახელმძღვანელო და ერთი გზამკვლევი (გაიდლაინი).

ვლადიმერ წიქარიშვილი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2017 წლიდან შემოუერთდა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ის ნეიროქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე, არის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი.