Image alt text

ენდოკრინოლოგიის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრი, ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს და მულტიდისციპლინური მიდგომით პაციენტებს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას სთავაზობს.

 

ენდოკრინული, ნუტრიციული და მეტაბოლური დარღვევების ცენტრში, მაღალკვლიფიციური ენდოკრინოლოგების კონსულტირების გარდა,  დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტირება შემდეგი მეთოდებით ხორციელდება:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • მაღალტექნოლოგიური კვლევები;
  • ფუნქციური ტესტები

     

ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობა

ცენტრში ნებისმიერი ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც მოიცავს:

 

ჰიპოფიზის დაავადებებს:

  • ჰიპოფიზის ადენომა;
  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • პროლაქტინომა;
  • აკრომეგალია;
  • კუშინგის დაავადება;
  • ჰიპოგონადიზმი;
  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • უშაქრო დიაბეტი;
  • ნეიროენდოკრინული დაავადებები.

 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, კერძოდ:

  • ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ჰიპერთირეოზი;
  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი;
  • მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჩიყვი;
  • გრეივსის დაავადება;
  • გრეივსის ორბიტოპათია;
  • ავთვისებიანი დაავადებები: პაპილარული კარცინომა; ფოლიკულური კარცინომა; მედულარული კარცინომა; ანაპლასტიური კიბო.

 

კალციუმისა და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევასა და პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებებს:

  • ჰიპოპარათირეოზი;
  • ჰიპერპარათირეოზი;
  • პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზია/ადენომა;
  • ოსტეოპოროზი;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • ჰიპოკალცემია; 
  • ჰიპერკალცემია.

ელექტროლიტური დისბალანსს;

 

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებს:

  • კუშინგის სინდრომი;
  • ჰიპერალდოსტერონიზმი (კონის სინდრომი);
  • ფეოქრომოციტომა;
  • მეორადი არტერიული ჰიპერტენზია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ადისონის დაავადება;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა, ინციდენტალომა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
  • ჰირსუტიზმი, ვირილიზაცია.

 

მეტაბოლურ სინდრომს:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • ლიპიდების ცვლის დარღვევა;
  • განყოფილებაში აგრეთვე ხორციელდება ბარიატრიისა და კუჭის ბოტოქსირების  პრე და პოსტოპერაციული პერიოდის  მართვა.

 

სასქესო ჰორმონების დისბალანსს:

  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი;
  • ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი;
  • გინეკომასტია.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოკრინული, ნუტრიციული და მეტაბოლური დარღვევების ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმების გუნდით. გარდა ამისა, პაციენტის მართვაში ჰოსპიტალი ყველა საჭირო დარგის სპეციალისტის ჩართულობას უზრუნველყოფს. პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა კი დგინდება დარგის ექსპერტებით შემდგარი კონსილიუმის მიერ.

 

 

სხეულის მასის ინდექსის კალკულატორი

BMI = 0.00 kg/m2 ( მასის დეფიციტი )

161718.525303540 BMI = 0

ჯანსაღი BMI დიაპაზონი 18,5 kg/m2 - 25 kg/m2

ჯანსაღი წონა სიმაღლისთვის 0 kg - 0 kg

0-18,5 დაბალწონიანი

18,5-24,9 ნორმალური წონა

25-29,8 ჭარბი წონა

30-34,9 სიმსუქნე I ხარისხი

35-40 სიმსუქნე II ხარისხი

40+ სიმსუქნე III ხარისხი

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser