Image alt text

ნინო თედორაძე

ექიმი-ენდოკრინოლოგი; ენდოკრინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ენდოკრინოლოგი, ნინო თედორაძე 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და 2021 წლიდან იკავებს ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანლის პოზიციას. 

 

გარდა სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 13 წლიანი გამოცდილებისა,როგორც ლექტორი, იგი აქტიურად არის ჩართული მომავალი ექიმების ფორმირების საგანმანათლებლო პროცესში, ვიანის დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამასა და სამეცნიერო საქმიანობაში, კერძოდ, ის არაერთი სამეცნიერო სტატიისა თუ პუბლიკაციის ავტორი და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის მომწოდებელი სამუშაო ჯგუფის წევრია, მისი თანამონაწილეობით შეიქმნა შემდეგი საკითხების კლინიკური გაიდლაინები:

 

  • D ვიტამინის დეფიციტის შეფასება, მკურნალობა და პრევენცია;
  • ამიოდარონთან ასოცირებული ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მართვა;
  • გრეივსის დაავადების მართვა;
  • გრეივსის ორბიტოპათიის მართვა;

 

აგრეთვე ის 2014 წლის ვოლფრამის სინდრომის კლინიკური მართვის გაიდლაინის მთარგმნელი და რედაქტორი იყო.

 

ამავდროულად, ხშირად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, მსმენელისა და სპიკერის ამპლუაში, სადაც, როგორც ეცნობა, ისე წვლილი შეაქვს მკურნალობის ინოვაციურ მიდგომების ჩამოყალიბებასა და მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებაში.

 

აქტიური და პროდუქტიული სამედიცინო საქმიანობიდან გამომდინარე, იგი არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის (ESE); ევროპის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა ასოციაციის (EYES); ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის (ETA); ამერიკის ენდოკრინოლთა საზოგადოებისა (ES) და საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM).

 

ექიმთან დაკავშირებული სერვისები