Image alt text

მეტაბოლური დარღვევების და ნუტრიციოლოგიის ცენტრი

ნუტრიციული და მეტაბოლური დარღვევების ცენტრში პაციენტებს ვთავაზობთ ენდოკრინული და ნუტრიციული პათოლოგიების სრულყოფილ მართვას: 

  • ენდოკრინული პათოლოგიები: შაქრიანი დიაბეტი, პანკრეასის შინაგანი სეკრეციის სხვა დარღვევები, ფარისებრი, პარათიროიდული, თირკმელზედა ჯირკვლების, სასქესოჰორმონების დისბალანსის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ჰიპოფიზის ჰორმონული დისბალანსის ( მათ შორის ჰიპოფიზის ადენომების პრე და პოსტოპერაციული პერიოდის მართვა), უშაქრო დიაბეტის, ოსტეოპოროზის, სიმსუქნის და წონის დეფიციტის, მეტაბოლური სინდრომის) სრულყოფილი მენეჯმენტი
  • ინდივიდუალური კვების სქემის შედგენა.
  • ბარიატრიული პაციენტების პრე და პოსტოპერაციული პერიოდის სათანადოდ მართვა. 

 

საყურადღებო სიმპტომები:

 

თუ უჩივით: წონის ცვლილებას (მატებას, ან კლებას, დაღლილობას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას, ემოციურ ლაბილობას, ძილის დარღვევას, კუჭ- ნაწლავის დარღვეულ მოქმედებას (ყაბზობას ან დიარეას) არტერიული წნევის ცვლილებას, გულის ფრიალს, შეშუპებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ლიბიდოს დაქვეითებას, მადის გაუკუღმართებას, კანის სიმშრალეს, აკნეს, მოწარბებულ ოფლიანობას, მხედველობის დაბინდვას, დისკომფორტს ძვლებსა და სახსრებში, კიდურების დაბუჯებას - ეს სიმპტომები შესაძლოა ჰორმონული დარღვევის შედეგი იყოს. 

 

თუ გენეტიკაში თქვენი ოჯახის წევრებს დიაგნოსტირებული აქვთ რომელიმე ენდოკრინული პათოლოგია მაგალითად კვანძოვანი ჩიყვი, ან შაქრიანი დიაბეტი, მიზანშეწონილია, რომ გაიაროთ ენდოკრინული ჩექაფი. 

 

მაგ.: შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება მწვავე და ქრონიკული გართულებებით, რამაც შეიძლება ინვალიდობა გამოიწვიოს. შაქრის ციფრების კონტროლი და ენდოკრინოლოგთან პერიოდული კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს პრევენცია გავუწიოთ დაავადების პროგრესირებას და გართულებებს. 

 

ექიმის რეკომენდაციები: 

 

მიჰყევით ჯანმრთელი ცხოვრების წესს: 

 

  • იკვებეთ სწორად: 4 ჯერ დღეში მცირე ულუფებით. 
  • დღის რაციონი გაამდიდრეთ სწზონური ხილით და ბოსტნეულით. 
  • შეზღუდეთ თეთრი შაქარი, ტრანს ცხიმები, გაზიანი სასმელები და სწრაფი კვების პროდუქტები.
  • დაკავდით ადეკვატური ფიზიკური აქტივობით, მაგალითად: ყოველ დღე იარეთ ფეხით
  • დღის მანძილზე სვით სათანადო რაოდენობით წყალი.
  • დაიძინეთ დროულად. 

 

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser