2023 წლიდან ანა ჭოხონელიძე კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. იგი ხელმძღვანელობს ნუტრიციოლოგიისა და მეტაბოლიზმის ცენტრს და უზრუნველყოფს ენდოკრინული და მეტაბოლური პათოლოგიების თანამედროვე, მულტიდისციპლინარულ მართვას.
ლიცენზია:
- ენდოკრინოლოგია – I ა07 010331 (01.08.2012)
საერთაშორისო გამოცდილება და თანამშრომლობა:
- დიაბეტის მსოფლიო ფონდისა და Lions Clubs International-ის ერთობლივ პროექტში — „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ — მონაწილეობდა კონსულტანტ ენდოკრინოლოგის როლში.
საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების წევრობა:
- EASD – 2014 წლიდან
- ESE – 2019 წლიდან
- GAEM – 2019 წლიდან
- ETA – 2022 წლიდან
- IDF – 2025 წლიდან
მონაწილეობა საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში:
ანა ჭოხონელიძე ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სამედიცინო კონგრესებსა და კონფერენციებში.
დიპლომები და სერტიფიკატები:
- GCP სერტიფიკატი – 2022
- კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიაში – თსსუ, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
აკადემიური მოღვაწეობა:
- ასოცირებული პროფესორი – IBSU
- მიწვეული ლექტორი – კავკასიის უნივერსიტეტი (ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ფარმაკოლოგია)
- ლექტორი – ევექსის სარეზიდენტო პროგრამაში
სამეცნიერო სტატიები და კვლევები:
- მინერალური წყალი „ძუღური“ და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2: სკრინინგის შედეგები
- მელატონინისა და ნაწლავის მიკრობიოტას როლი ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მართვაში
- ნაწლავის მიკრობიომის გავლენა ონკოლოგიაზე და ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაზე დაფუძნებული ინტეგრირებული თერაპიული მიდგომები
პაციენტებისთვის შემოთავაზებული სერვისები:
- ენდოკრინული დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მართვა (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ჰორმონული დისბალანსი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი და სხვა)
- ინდივიდუალური კვების სქემების შედგენა
- ბარიატრიული პაციენტების მართვა ოპერაციის წინასა და შემდგომ ეტაპებზე
ენების ცოდნა:
ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული
საშუალო წლიური პაციენტების რაოდენობა:
1800–2000 პაციენტი