Image alt text

პოსტოპერაციული და ინტენსიური თერაპიის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილების მაღალკვალიფიციური, გადამზადებული ექიმებისა და ექთნების გუნდი, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტებს უწყვეტ მონიტორინგსა და, საერთაშორისო გაიდლაინებით გათვალისწინებულ, მკურნალობას სთავაზობს.

 

განყოფილება მოიცავს  რეანიმაციის საერთაშორისო სტანდარდით აღჭურვილ ინდივიდუალურ პალატებს ცენტრალიზებული მონიტორით. გარდა სტანდარტული სასიცოცხლო მაჩვენებლებისა, მონიტორებს ინვაზიური არტერიული წნევის, ინტრაკრანიალური წნევის, ნახშირორჟანგის მუდმივი ნაკადის მონიტორინგისა და სხეულის ცენტრალური და პერიფერიული ტემპერატურის გაზომვის ფუნქცია აქვს. ასევე შესაძლებელია ბისპექტრალური მონიტორინგის განხორციელება და გულის განდევნის ფუნქციისა და ფილტვის ინვაზიური წნევის შეფასება.

 

დეპარტამენტში პაციენტის უწყვეტი მართვა ხორციელდება შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:

 

  • კარდიოქირურგიული პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ნეიროქირურგიული პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ანგიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • ონკოგინეკოლოგიური ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • უროლოგიური ქირურგიული ჩარევის პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ზოგად-ქირურგიული პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ტრავმატოლოგიური ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • თორაკოქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • კომბინირებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი;
  • დამძიმებული სამედიცინო ანამნეზი;
  • ქრონიკული პოლიორგანული უკმარისობები.

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser