Image alt text

თავ-კისრის ქირურგია

 

კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის მიმართულება, რომელიც თავისა და კისრის პათოლოგიების გადაუდებელ და გეგმიურ ფართო სპექტრის ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებს. საერთაშორისო გაიდლანებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი გთავაზობთ:

 

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტირებასა და ოპერაციულ მკურნალობას;
  •  ყბაყურა, ყბისქვეშა და სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკასა ქირურგიულ მკურნალობას;
  • კანისა და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას;
  • თავ-კისრის მიდამოს სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას;
  • კისრის მიდამოს გადაუდებელ ქირურგიას : ჭრილობების, ტრავმებისა და ჩირქოვანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას.

 

დაავადების დროულ აღმოჩენას დადებითი გავლენა აქვს მის გამოსავალზე, შესაბამისად, კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უფასოა 25-70 წლის ქალბატონებისთვის. ამასთან, კანის სიმსივნური პროცესების, ახალწარმონაქმნებისა და ოსტეოპოროზის შემთხვევაში საჭიროა პარათირეოიდული ჯირკვლების სკრინინგი.

 

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser