Image alt text

თეა პაპიძე

ონკოქირურგი; თავ-კისრის ქირურგიის ხელმძღვანელი

 

 

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი თეა პაპიძე 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური პერსონალის გუნდს და იკავებს თავ-კისრის ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანლის პოზიციას.

 

იგი ზოგადი ქირურგიისა და ზოგადი პროფილის ლიცენზირებული ექიმია, ამასთან, ლიცენზირებულია შემდეგ სუბსპეციალობებში: ქირურგიულ ონკოლოგიაში; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიასა და ბრონქოსკოპიაში.

 

მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო აღიარების უცხოური ტრენინგ-კურსი, მაგალითად, გადაუდებელი მედიცინის მზადების ტრენინგი ისრაელის სამედიცინო სიმულაციების ცენტრში (Israel center for medical simulation) და მაგენ დევიდ ადომისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის (Magen David Adom in Israel & Tal Aviv University) ზოგადი ქირურგიის ტრენინგ-კურსი.

 

მისი აქტიური სამედიცინო საქმიანობიდან გამომდიარე იგი ისეთი ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა: ECE (Educational Credential Evaluators) და კიბოს ეროვნული ყოვლისმომცველი ქსელი (NCCN).

 

იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის ორგანიზატორის ამპლუაშიც.

 

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ის, როგორც ლექტორი, ჩართულია მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც.

 

ექიმი თეა პაპიძე წელიწადში საშუალოდ 400 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და სთავაზობს შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას:

 

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;
  • ყბაყურა ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების დაავადებები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებები;
  • თავ-კისრის მიდამოს სხვადასხვა პათოლოგიები.