Image alt text

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ახორციელებს როგორც აუტოლოგიურ, ისე ალოგენურ (ნათესავის ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციას. ჩვენი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, რომელიც თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზეა დაფუძნებული.

 

ჩვენი უპირატესობები და ინოვაციური მიდგომები

 

გაუყინავი ღეროვანი უჯრედების გამოყენება – ეს მეთოდი ტრანსპლანტაციის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის, რაც ამცირებს აპლაზიის (თეთრი სისხლის უჯრედების დროებით დაქვეითების) პერიოდს და აჩქარებს ღეროვანი უჯრედების ჩანერგვას.

 

ჰაპლო-იდენტური (ნახევრად შეთავსებული) ტრანსპლანტაციები – რაც ზრდის დონორობის შესაძლებლობას და მკურნალობის წარმატების მაჩვენებელს.

 

მდგრადი პოსტოპერაციული მონიტორინგი – პაციენტებს ვთავაზობთ მკურნალობის შემდგომ სრულყოფილ მეთვალყურეობას.

 

მულტიდისციპლინური გუნდი – გამოცდილ ექიმთა გუნდი, რომელიც სპეციალიზებულია ჰემატოლოგიურ და ონკო-ჰემატოლოგიურ დაავადებებში:

  • მწვავე ლეიკემიები
  • ქრონიკული ლეიკემიები
  • ლიმფომები
  • მრავლობითი მიელომა
  • მიელოდისპლაზიური სინდრომი
  • და სხვა არა ონკო-ჰემატოლოგიურ პათოლოგიებს

 

რა მომსახურებებს ვთავაზობთ პაციენტებს?

 

  • ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
  • ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი მართვა

 

რა სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება? 

 

  • ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • ანემია
  • დაბალი ჰემოგლობინის არსებობა 
  • თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
  • ლეიკოციტების მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი
  • სხეულზე სისხლჩაქცევები
  • წონაში კლება

 

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser