Image alt text

პროქტოლოგიის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის პროქტოლოგიის დეპარტამენტი მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და ანუსის პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტირებასა და როგორც ამბულატორიულ, ისე ქირურგიულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

 

დიაგნოსტირებისთვის განყოფილებაში გამოიყენება გამოკვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

 

  • დიგიტალური რექტალური გამოკვლევა;
  • ანოსკოპია;
  • პროქტოსკოპია;
  • კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის შიდა გარსის ენდოსკოპიური კვლევა);
  • სიგმოიდოსკოპია (სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის შიდა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება);
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსია.

 

პროქტოლოგიის სამსახური დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ახორციელებს შემდეგი პათოლოგიების მკურნალობას:

 

  • ჰემოროიდული დაავადება, ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა (გადიდებული კავერნოზული სხეულები ანუსის არეში, რომელიც რთულდება გამოვარდნით, სისხლდენით ან თრომბოზით. იწვევს ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს ანუსის არეში, ხშირი სისხლდენის შემთხვევაში - ანემიას);
  • ქრონიკული და მწვავე ანალური ნახეთქი (ხასიათდება ტკივილით, სისხლიანი გამონადენით, სპაზმით, დისკომფორტითა და ქავილის შეგრძნებით);
  • პარაპროქტიტი (სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთება);
  • სწორი ნაწლავის ფისტულა/ხვრელმილი (ვითარდება მწვავე ჩირქოვანი პროცესის შემდეგ და ხასიათდება პერიანალური მიდამოდან პერიოდული გამონადენით, ხშირი ჩივილებია: ქავილი და სისველე ანუსის მიდამოში, იშვიათად - ტკივილი და ცხელება);
  • პილონიდალური სინუსი/პილონიდური კისტა (კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექცია, რომელიც უმეტესად კუდუსუნთან, დუნდულების გამყოფი ხაზის ზემოთ ვითარდება).

 

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, კლინიკაში წარმატებით ხორციელდება:

 

  • ჰემოროიდული კვანძების ლიგირება;
  • ბოტოქსის ინექცია პერიანალურ მიდამოში;
  • მწვავე ჩირქოვან - ანთებითი პროცესების მკურნალობა და სხვა.

 

დაავადებების განვითარების პრევენციის, დროული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩართულია უფასო სახელმწიფო პროგრამაში და ახორციელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50 - დან 70 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

 

არსებობს რიგი სიმპტომებისა, რომლის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, ესენია:

 

  • ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა;
  • ტკივილი ანუსის არეში დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ;
  • სისხლიანი გამონადენი ანალური არხიდან;
  • ჩირქოვანი გამონადენი ანუსის მიმდებარე ქსოვილებიდან;
  • შესიება აღნიშნულ მიდამოებში;
  • ტკივილი და შესიება კუდუსუნის არეში.

 

პროქტოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად ექიმი გირჩევთ, რომ:

 

  • მიიღოთ ბოჭკოვანი საკვები და დაიცვათ კვების რეჟიმი;
  • დალიოთ საჭირო რაოდენობის წყალი დღის განმავლობაში;
  • მოერიდოთ ხანგრძლივად ჯდომას;
  • თავი შეიკავოთ ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან;

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser