კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის ცენტრი გთავაზობთ თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით, ჩვენ ვახორციელებთ როგორც გეგმიურ, ასევე სასწრაფო ნეიროქირურგიულ ჩარევებს.
სერვისები და სპეციალიზაცია
თავის ტვინის ქირურგია
- ტვინის სიმსივნეების ამოკვეთა – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების (გლიომა, მენინგიომა, ჰიპოფიზისადენომა, მეტასტაზი) ოპერაციული მკურნალობა.
- სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია – ანევრიზმების, არტერიოვენოზული მალფორმაციების (AVM), კავერნომებისა და მოიამოიას დაავადების მკურნალობა მიკროქირურგიული და ენდოვასკულარული მეთოდებით.
- ეპილეფსიის ქირურგია – ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა
ზურგის ტვინისა და ხერხემლის ქირურგია
- ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების მკურნალობა – თიაქარი, სპინალური სტენოზი და სპონდილოლისთეზი.
- სპინალური ტრავმა – ხერხემლის მოტეხილობების სტაბილიზაცია და ზურგის ტვინის დეკომპრესია.
- სიმსივნეების ამოკვეთა – ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
- ხერხემლის დეფორმაციების კორექცია – სქოლიოზისა და კიფოზის ქირურგიული მკურნალობა.
პერიფერიული ნერვების ქირურგია
- გვირაბული სინდრომების ქირურგია (მაჯის და იდაყვის და სხვა).
- პერიფერიული ნერვული სიმსივნეების ამოკვეთა – შვანომებისა და ნეიროფიბრომების ქირურგიული მკურნალობა.
- მხრის წნულისა და ლუმბოსაკრალური წნულის დაზიანებების მკურნალობა – ნერვის აღდგენა და ტრანსპლანტაცია ფუნქციის აღსადგენად.
თანამედროვე ტექნოლოგიები ნეიროქირურგიაში
- ნეირონავიგაცია და ინტრაოპერაციული გამოსახულება – ოპერაციის სიზუსტის გაუმჯობესება რეალურ დროში ნავიგაციის გამოყენებით.
- ენდოსკოპიური ნეიროქირურგია – მცირე ინვაზიური მიდგომები თავის ტვინისა და ბაზალური უბნების ოპერაციებისთვის.
- ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი – ნერვული და ზურგის ტვინის ფუნქციების მუდმივი კონტროლი ოპერაციის დროს.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია პაციენტზე მორგებულ მკურნალობაზე და ვიყენებთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს, საუკეთესო შედეგების მისაღწევად.