Image alt text

მირზა ხინიკაძე

ნეიროქირურგი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ნეიროქირურგი, პროფესორი მირზა ხინიკაძე 2018 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს.

 

აღსანიშნავია სფეროში მოღვაწეობისა და, აღნიშნულის კვალდაკვალ, პროფესიული დახელოვნების მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. 1999 წლიდან იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ნეიროქირურგიულ სასწავლო პროგრამაში, მაგალითად, როგორიცაა: „ახალი მოწყობილებები ნეიროინტერვენციულ რადიოლოგიაში: უახლესი ტექნოლოგიები, პროგრესი და ხაფანგები“ (2016 წელი, მადრიდი). აგრეთვე, იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და სხვადასხვა ყრილობებში, სადაც განიხილავენ ნეიროქირურგიული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას, კლინიკური ანგიონევროლოგიის აქტუალურ ასპექტებს და სხვა. ამასთან, ის, მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციასთან ერთად, “2023 წლის სისხლძარღვთა ექსპერტების” (Vascular Experts 2023) ორგანიზატორი იყო.

 

სამეცნიერო - აკადემიური საქმიანობის ფარგლებში, მას გამოქვეყნებული აქვს 46 სტატია უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში და სამი აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელია. ამასთან, ის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრორექტორია და ჩართულია მომავალი სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროცესში. 2016 წლიდან  კი „ვიანში“ (მაშინდელი „ევექსი“) 4 სასწავლო კურსი განახორციელა ენდოვასკულურ ნეიროქირურგიაში.

 

აქტიური სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიური მოღვაწეობიდან გამომდინარე, იგი:

 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროფესიული განვითარების საბჭოს წევრია;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ნეიროქირურგია;
  • ჯანმრთელობის დაცვის, პერსონალის სერტიფიცირება/რესერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების სამუშაო ჯგუფის წევრია;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსულტის საკოორდინაციო საბჭოს წევრია.

 

ნეიროქირურგი, პროფესორი მირზა ხინიკაძე წელიწადში საშუალოდ 350 - 400 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და 150 - 170 ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებს და გვთავაზობს:

 

  • თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობას, როგორც ენდოვასკულური, ისე ღია წესით;
  • იშემიური ინსულტის ენდოვასკულურ მკურნალობას;
  • თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების მართვას;
  • ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების მართვას და ა.შ

 

ექიმთან დაკავშირებული სერვისები