Image alt text

შინაგანი მედიცინის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის შინაგანი მედიცინის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სამედიცინო პერსონალით, რომელიც სხვადასხვა სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და კონსერვატიულ მკურნალობას გვთავაზობს. პაციენტებისთვის 24/7 - ზე რეჟიმში ხელმისაწვდომია კლინიკის მულტიპროფილური გუნდის მომსახურება და დიაგნოსტიკური კვლევები.

 

დიაგნოსტიკური კვლევები

 

ცენტრში ხორციელდება როგორც ლაბორატორიული, ისე კლინიკური კვლევების სრული სპექტრი:

 

  • ულტრასონოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ბრონქოსკოპია;
  • სპირომეტრია;
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
  • ბიოფსია.

 

დაავადებების მართვა

 

ცენტრში საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, ხორციელდება შემდეგი დაავადებების მულტიდისციპლინური მართვა:

 

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

 

  • ასთმა;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქოექტაზია;
  • მწვავე  და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადება;
  • პნევმონია;
  • პლევრის დაავადებები და ა.შ

 

       შარდ - სასქესო სისტემის დაავადებები:

 

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • პიელონეფრიტი;
  • ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი;
  • გლომერულური დაავადება და ა.შ

 

     კუჭ - ნაწლავის დაავადებები:

 

  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • კუჭ - ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები და ა.შ

 

    ენდოკრინული დაავადებები:

 

  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I და ტიპი II);
  • ჰიპერგლიკემია;
  • კეტოაციდოზი.

 

საყურადღებო სიმპტომები

 

დაავადებების დროულად გამოვლენისა და შემდგომ ეფექტური მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია რიგი სიმპტომების გამოვლენისას მიმართოთ ექიმს, კერძოდ:

 

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • ქოშინი;
  • ხველა;
  • ცხელება;
  • დიზურიული მოვლენები (გახშირებული შარდვა ან წვის შეგრძნება შარდვისას);
  • ქვემო კიდურების შეშუპება;
  • მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება და ა.შ

 

ასევე, რიგი დაავადებების განვითარების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ვაქცინაცია. გარდა ამისა, პრევენციულ მედიცინაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.

 

 

გაიცანით ჩვენი ექიმები