Image alt text

სალომე ნაკაშიძე

პულმონოლოგი; შინაგანი მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

პულმონოლოგი და შინაგანი მედიცინის ლიცენზირებული ექიმი სალომე ნაკაშიძე 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და ხელმძღვანელობს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტს.

 

სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის კვალდაკვალ, მას გავლილი აქვს პროფესიული დახელოვნების არაერთი სასწავლო თუ ტრენინგ პროგრამა, ამასთან იგი მონაწილეობას იღებს რესპირატორული ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესებში.

 

აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე ის ისეთი ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა:

 

  • საქართველოს რესპირატორული ასოციაცია;
  • ევროპის რესპირაციული საზოგადოება (ERS);
  • ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული აკადემია (EAACI).

 

ექიმი პულმონოლოგი სალომე ნაკაშიძე წელიწადში საშუალოდ 600 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის გამოცდილ გუნდთან ერთად, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, სთავაზობს შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას:

 

სასუნთქი სისტემის დაავადებები: 

 

  • ასთმა; 
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქოექტაზია;
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადება;
  • პნევმონია;
  • პლევრის დაავადებები და ა.შ

 

          შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები:

 

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • პიელონეფრიტი;
  • ტუბულოინტერსტიციული დაავადება;
  • გლომერულური დაავადება და ა.შ

 

          კუჭ-ნაწლავის დაავადებები:

  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები და ა.შ

 

         ენდოკრინული დაავადებები (მულტიდისციპლინური მართვა):

 

  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I და II);
  • ჰიპერგლიკემია;
  • კეტოაციდოზი.