კავკასიის მედიცინის ცენტრის დერმატოლოგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი პაციენტებს კანისა და მისი დანამატების პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სთავაზობს.
დერმატოლოგიის ცენტრში, უახლესი მიდგომებისა და კვლევითი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხორციელდება:
- კანისა და მისი დანამატების დიაგნოსტირება - დათვალიერება;
- დერმოსკოპია (კვლევის არაინვაზიური მეთოდი დერმოსკოპით);
- ტრიქოსკოპია (თავის თმიანი მიდამოს დერმოსკოპია);
- ონიქოსკოპია (ფრჩხილის დერმოსკოპია);
- გლუკოკორტიკოიდების ინტრადერმული ინექცია (ბუდობრივი თმის ცვენისა და ნაწიბურების მკურნალობისთვის);
- კრიოთერაპია (თხევადი აზოტის გამოყენებით წარმონაქმნების მოცილება);
- ელექტროკოაგულაცია (ელექტრო დანის გამოყენებით წარმონაქმნების მოცილება);
- სხვადასხვა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა;
- კანის ბიოფსია (კანის ნაწილის აღება Punch მეთოდით და შემდგომი პათომორფოლოგიური კვლევა).
საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- აკნე (პაპულო-პუსტულოზური და კომედონური გამონაყარი სახეზე, ზურგსა და გულმკერდის არეში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ჰორმონალური დისბალანსთან);
- ფსორიაზი და კანის სხვა აუტოიმუნური დაავადებები (კანის, სკალპის, ფრჩხილების, სახსრების დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიები);
- ბულოზური დაავადებები (კანსა და ლორწოვან გარსზე ბუშტებითა და ეროზიებით მიმდინარე დაავადებები);
- კანის ფერის შეცვლა - პიგმენტის დაკარგვა ან ჰიპერპიგმენტაცია (ჰიპო, ჰიპერ და დეპიგმენტაცია);
- დერმატიტები (კანის ალერგიული ეტიოლოგიის ანთებითი დაავადება, მიმდინარე ქავილითა და გამონაყარით);
- შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები (გამოხატული კანის გათხელებით, ატროფიით, ფიბროზითა და ზოგადი სიმპტომებით);
- კანისა და მისი დანამატების ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებები (გამოხატული ქავილით, ტკივილითა და ზოგადი სიმპტომებით);
- ფრჩხილების დაზიანება (გამომწვევი მიზეზის მიხედვით ფრჩხილების გასქელება, განშრევება, არაჯანსაღი ფერი, სტრუქტურული ცვლილება);
- თმის ცვენა (თმიანი საფარველის გათხელება, სხვადასხვა ლოკალიზაციით, ქავილი, აქერცვლა, თმის ღერის დისტროფიული ცვლილებები);
- კანის წარმონაქმნები (კეთილთვისებიანი, კიბოსწინარე და ავთვისებიანი სიმსივნეები).
საყურადღებო სიმპტომები
დაავადების დროული გამოვლენისა და შემდგომ ეფექტური მკურნალობის მიზნით, მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების ცოდნა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს:
- კანსა და ლორწოვან გარსზე ნებისმიერი ტიპის გამონაყარი და კანის პათოლოგიური ცვლილებები;
- კანის ქავილის, ტკივილისა და წვის შეგრძნება;
- თმის ცვენა;
- ფრჩხილების სისქის, სტრუქტურისა და ფერის ცვლილება;
- კანზე ნებისმიერი ტიპის წარმონაქმნის არსებობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია კანის გეგმიური სკრინინგული შემოწმება წელიწადში ერთხელ. თუმცა, სხვადასხვა სახის პრობლემიდან გამომდინარე, აღნიშნული დრო შესაძლოა, შემცირდეს. მაგალითად, თუ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ხალი საჭიროა დერმოსკოპიული შემოწმება ყოველ 6 თვეში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კანისა და მისი დანამატების წარმონაქმნების გადაგვარებისა და ატიპიის განვითარების რისკი. აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს, რომ პრევენციული მედიცინაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.