ექიმი დერმატო - ვენეროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი სოფო ლილუაშვილი 2024 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და იკავებს დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანლის პოზიციას.
გარდა სამედიცინო სფეროში კლინიკური მოღვაწეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული მომავალი სამედიცინო პერსონალის ფორმირების საგანმანათლებლო პროცესში და იკავებს ლექტორის პოზიციას არაერთ უნივერსიტეტში.
რაც შეეხება სამეცნიერო საქმიანობას, იგი მრავალი პუბლიკაციის ავტორი და, ამასთან, გამომცემლობა Springer-ის ოფიციალური მიმომხილველია. ის ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა თუ ტრენინგებში და მუდმივად ეცნობა თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს.
აქტიური და პროდუქტიული საქმიანობიდან გამომდინარე იგი არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის წევრია, კერძოდ: 2010 წლიდან ევროპის დერმატო- ვენეროლოგთა აკადემიის (EADV), 2016 წლიდან დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოების (IDS) და ფსორიაზის საერთაშორისო საბჭოს (IPS) წევრი. ამასთან, 2024 წლიდან ექიმი სოფო ლილუაშვილი დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოების (IDS) საქართველოს რეგიონული წარმომადგენელია.