Image alt text

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრის ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი პაციენტებს 24 საათიან სრულყოფილ ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით და აღჭურვილია ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელიც ყელ-ყულ-ცხვირის პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას უზრუნველყოფს.

 

დიაგნოსტიკური კვლევები

ცენტრში ტარდება შემდეგი სახის კვლევები: 

 

  • აუდიომეტრია - სმენის სიმახვილის შემოწმება;
  • რინომანომეტრია - ცხვირის სასუნთქი ფუნქციის კვლევა;
  • ცხვირ - ხახისა და ხორხის ენდოსკოპიური კვლევა;

 

ოტორინოლარინგოლოგიული დაავადებების მკურნალობა

საერთაშორისო გაიდლაინებისა და სტანდარტების მიხედვით, ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრში შემდეგი პათოლოგიების მკურნალობაა ხელმისაწვდომი:

 

  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება);
  • მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • მწვავე და ქრონიკული ლარინგიტი (ხორხის ანთება);
  • ნაზოფარინგიტი (ცხვირ - ხახის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების მუდმივი ჰიპერტროფია);
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება;
  • ცხვირის პოლიპოზი;
  • მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტი;
  • შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება;
  • გარეთა ყურის მწვავე ანთება;
  • ოტომიკოზი (ყურის სოკო);
  • ცხვირიდან სისხლდენის გაჩერება თანამედროვე, ენდოსკოპიური და კოაგულაციური მეთოდებით;
  • სმენის დაქვეითება.

 

დაავადების გამოსავალზე დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობას მკვეთრად დადებითი გავლენა აქვს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ სასურველია პაციენტის პრევენციული შემოწმება 3 წლის ასაკიდან წელიწადში 2 - ჯერ, პათოლოგიის შემთხვევაში კი - კვირაში ერთხელ. აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების ცოდნა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს, კერძოდ:

 

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ცხვირიდან გამონადენი;
  • ჩამონადენის ცხვირიდან ცხვირ - ხახაში გადანადენი;
  • შუბლისა და სახის მიდამოს ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • ყელის სიმშრალე;
  • ხველება;
  • ხმის ტემბრის შეცვლა;
  • სუნთქვის გართულება ყელიდან;
  • სმენის დაქვეითება;
  • ყურებში ხმაურის სუბიექტური შეგრძნება;
  • ყურის ტკივილი;
  • ყურიდან გამონადენი.