ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, ლევან ხაჟალია 2022 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გუნდს და ხელმძღვანელობს ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტს.
გარდა ოტორინოლარინგოლოგიისა, იგი ზოგადი პროფილის ლიცენზირებული ექიმიცაა.
თანამედროვე მედიცინის განვითარების კვალდაკვალ, იგი ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებს.
ამასთან, მისი გამოცდილება მოიცავს მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობასაც, ლექტორის ამპლუაში.
ექიმი ლევან ხაჟალია წელიწადში საშუალოდ 1000 ოტორინოლარინგოლოგიურ ოპერაციას ახორციელებს და 2500 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება. საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, იგი გვთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: