Image alt text

ენდოსკოპიის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოსკოპიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, სასტერილიზაციო მოწყობილობებით და ენდოსკოპიური მანიპულაციისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მასალით.

 

ენდოსკოპიის ცენტრში ხორციელდება:

  • დიაგნოზის დამადასტურებელი კვლევები;
  • მკურნალობა ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის (ბიოფტატის) აღება.

 

მაღალტექნოლოგიური სტანდარტის მქონე ენდოსკოპები ლორწოვანი გარსის, ე.წ NBI რეჟიმით, პრემიუმ ხარისხის ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს, რომელიც სიმსივნის საწყის, in situ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რაც შემდგომი, სწორი მართვის მეშვეობით პაციენტის გამოჯანმრთელების გარანტიას ქმნის.

 

დიაგნოსტიკური კვლევები

 

  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი;
  • კოლონოსკოპია - მსხვილი და სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა;
  • ბრონქოსკოპია - სასუნთქი გზების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი.

 

ენდოსკოპიის ცენტრის მომსახურებები

 

  • საყლაპავის პათოლოგიების, ქიმიური დამწვრობის შედეგად განვითარებული სტრიქტურების მკურნალობას ბალონური დილატაციითა (გაფართოებით) და ბუჟირებით;
  • საყლაპავის სტრუქტურის (შევიწროების) სტენტირებას;
  • კარდიოსპაზმისა და აქალაზიის მკურნალობას დილატაციური და ინექციური მეთოდებით;
  • ბარეტის საყლაპავის მკურნალობას;
  • პოლიპექტომიას (პოლიპების ამოკვეთა საყლაპავიდან, კუჭიდან, თორმეტგოჯა, მსხვილი და სწორი ნაწლავიდან ენდოსკოპიური მეთოდით);
  • უცხო სხეულების ექსტრაქციას (ამოღებას);
  • ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიურ ლიგირებას;
  • სისხლდენის შეჩერებას სხვადასხვა ენდოსკოპიური მეთოდით;
  • გასტროსტომიას (ტარდება საყლაპავი მილის გაუვალობისას, საკვებისა და სითხის პირდაპირ კუჭში შესაყვანად);
  • პაპილოტომიას (ფატერის დვრილის (ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის გასვლის ადგილი თორმეტგოჯა ნაწლავში) გაკვეთა ენდოსკოპიური წესით);
  • ნაღვლისა და პანკრეასის სადინრების სტენტირებას.

ჰოსპიტალში ენდოსკოპიური პროცედურები ხორციელდება ანესთეზიით, რაც მინიმუმამდე ამცირებს პაციენტის დისკომფორტის შეგრძნებას.

 

საყურადღებო სიმპტომები 

არსებობს რიგი სიმპტომებისა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა, მიმართოთ ექიმს, კერძოდ:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ტკივილები მკერდის ძვლის უკან, ყლაპვის გაძნელებით;
  • ღებინების შეგრძნება;
  • გულძმარვა;
  • ღებინება მუქი ყავისფერი შიგთავსით ან სისხლითა და სისხლის კოლტებით;
  • ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში (მუცლის ზედა მიდამო);
  • კუპრისფერი განავალი (მელენა);
  • სისხლიანი დეფეკაცია;
  • კანზე გამოხატული სიყვითლე.

 

ამასთან, კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩართულია უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში და დაავადებების დროულად გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ფარულ სისხლდენაზე დადებითი ტესტის დროს, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის დასადგენად, ახორციელებს კოლონოსკოპიას 50 - დან 70 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

 

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser