მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი ოლეგ ქოიავა 2016 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ხელმძღვანელობს ენდოსკოპიურ განყოფილებას.
ის ლიცენზირებულია არაერთ სამედიცინო დარგში, კერძოდ: ზოგადი ქირურგია; ენდოსკოპია; ბრონქოსკოპია; თორაკოსკოპია; ლაპარასკოპიული ქირურგია და ქირურგიული ონკოლოგია.
მას მიღებული აქვს საერთაშორისო გამოცდილება ევროპის წამყვან კლინიკებში: მიუნხენის კლინიკური უნივერსიტეტსა და კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრში.
ამასთან, იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში და, სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობის ფარგლებში, 35 სამეცნიერო სტატიის, ერთი რაციონალური წინადადებისა და ერთი მონოგრაფიის (კარდიოსპაზმი) ავტორია.
სამედიცინო და სამეცნიერო სფეროში საქმიანობიდან გამომდინარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ოლეგ ქოიავა „საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციისა“ და გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაციის“ წევრია.