ზოგადი ქირურგი და ონკოქირურგი ლადო კოსტავა კავკასიის მედიცინის ცენტრს 2024 წელს შემოუერთდა.
2023 წელს ექიმმა ერთთვიანი სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკის ვისცერალური ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტში - გერმანიაში, ევროპული ქირურგიული მედიცინის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში.
ექიმი ლადო კოსტავა არის საქართველოს პანკრეატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის წევრi.
სამეცნიერო-პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ის არაერთ კონფერენციაზე გამოვიდა მომხსენებლად, მათ შორის საქართველოს პანკრეატოლოგთა ასოციაციის კონფერენციაზე (2024), „თანამედროვე გამოწვევები ონკოლოგიაში" (2026) და „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა" (2026).
წელიწადში საშუალოდ 100-120 ოპერაციას ახორციელებს და სრულ ქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს, როგორც, გეგმიური ჩარევები, ასაევე გადაუდებელი ქირურგია. ის ოთხ ენაზე საუბრობს: ქართულად, ინგლისურად, რუსულად და გერმანულად.
ექიმი ლადო კოსტავა პაციენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის ქირურგიულ მომსახურებას:
ონკოლოგიური ქირურგია: კუჭის, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის და პანკრეასის სიმსივნური პროცესების ქირურგიული მკურნალობა.
ზოგადი ქირურგიული პათოლოგიები: ნაღველკენჭოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, დივერტიკულური დაავადება, სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრები: საზარდულის, ჭიპის, მუცლის წინა კედლის და პოსტოპერაციული.
კანისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიები: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები, აბსცესები, ფლეგმონა, ფისტულები.
გადაუდებელი ქირურგია: მწვავე გაუვალობა, მწვავე ქოლეცისტიტი, პერიტონიტი, ჩაჭედილი თიაქარი, მწვავე აპენდიციტი, ბლაგვი, შემავალი და კომბინირებული ტრავმები.
კონსერვატიული მართვა: ქირურგიული დაავადებების მედიკამენტური და არაქირურგიული მკურნალობა შესაბამის შემთხვევებში.