ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნათია ნაზღაიძე კავკასიის მედიცინის ცენტრს 2025 წელს შემოუერთდა და წარმატებით ხელმძღვანელობს კარდიოლოგიურ განყოფილებას.
ექიმი ნათია ნაზღაიძე არის ლიცენზირებული კარდიოლოგი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით. იგი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვორკშოპებში, როგორც დამსწრე, ასევე სპიკერის სტატუსით.
პროფესიული განვითარების პარალელურად, ექიმი ნათია ნაზღაიძე აქტიურად არის ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების წევრი. იგი არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი და გამგეობის წევრი, ასევე ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციის წევრი.
მისი სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობა მოიცავს კლინიკური კარდიოლოგიის სწავლებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ამერიკულ-ემორის პროგრამაში (2019 წლიდან დღემდე). იგი არის სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გულის უკმარისობის თანამედროვე მართვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
ექიმი კარდიოლოგი პაციენტებს სთავაზობს კარდიოლოგიურ კონსულტაციას, გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობის, არითმიებისა და სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიების მართვას, პირველადი და მეორეული პრევენციის დაგეგმვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას.