ექიმი ნეიროქირურგი,კოკა გოგიჩაშვილი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის გუნდს 2025 წლიდან შემოუერთდა. მან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა თურქეთში, ჩუკუროვას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, მან კლინიკური რეზიდენტურა გაიარა ვიანის ბაზაზე, კავკასიის მედიცინის ცენტრში. რეზიდენტურის სწავლების პერიოდში, იგი კლინიკურ სტაჟირებას გადიოდა ისეთ ჰოსპიტლებში, როგორებიცაა: პარიზის ტვინის ინსტიტუტი, Pitie-Salpetriere საუნივერსიტეტო კლინიკა, სტამბოლის სახელმწიფო სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკა, ლონდონის King’s College-ის კლინიკა და ა.შ.
კოკა გოგიჩაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, მათ შორის, სპიკერის ამპლუაში. იგი გახლავთ სამედიცინო საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორი და ევროპის ინტერვენციონალურ ნეირორადიოლოგთა საზოგადოების წევრი. კოკა გოგიჩაშვილი, ამჟამად, სწავლობს ოქსფორდის უნივერსიტეტში, ინტერვენციული ნეირორადიოლოგიის პროგრამაზე.