OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

10 February 2023
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას - როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული ჩარევითა და სპეციალური ვარჯიშებით.

ზუსტი დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ვიზომეტრია;
  • რეფრაქტომეტრია;
  • სკიასკოპია (რეფრაქციული მანკის ხარისხის დასადგენად);
  • ოფთალმოსკოპია;
  • ექობიომეტრია (თვალის ღერძის გაზომვა);
  • ბონოკულური მხედველობის დადგენა;
  • ფოროფტერი  (უახლესი თაობის აპარატი) - სათვალის ნომრის დასადგენად.


პირველ რიგში, განყოფილებაში მიმართავენ თერაპიულ მკურნალობას (სათვალის დანიშვნა და სპეციალური ვარჯიშების კურსის ჩატარება), ხოლო თუ აღნიშნულ მეთოდს არ აქვს სასურველი შედეგი, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა. სიელმის ოპერაციული ჩარევის ასაკი წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მოიცავს:

  • რეცესიას - თვალის მამოძრავებელი კუნთის დაგრძელებას;
  • რეზექციას - თვალის მამოძრავებელი კუნთის დამოკლებას;
  • კომბინირებულ ოპერაციას.


აღსანიშნავია, რომ ოფთალმოლოგიური სამსახური 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სიელმისა და რეფრაქციული მანკების მკურნალობის ეფექტურ საშუალებას - პლეოპტიკურ, ანუ კომპიუტერულსა და ლაზერულ ვარჯიშებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, რომლის ბავშვთა ოფთალმოლოგიური განყოფილება 2 სამკურნალო/სავარჯიშო - ჰელინეონისა და ინფრაწითელი ლაზერული აპარატითაა აღჭურვილი. მათი მეშვეობით უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა, თვალში სისხლის მიმოქცევა და იხსნება სპაზმი. გარდა ამისა, განყოფილება სიელმის სამკურნალოდ ულტრათანამედოვე აპარატს - სინოპტოფორსაც გვთავაზობს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში სიელმისა და რეფრაციული მანკების მიმართულებით მკურნალობას ახორციელებს მედიცინის დოქტორი - თამარ ოდიშარია, რომელიც, ამავდროულად, ბავშვთა ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელიცაა.

Other Blogposts

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
08 November 2022
ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში
20 October 2022
რას წარმოადგენს კლინიკური ონკოლოგიური კვლევები? რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ კვლევას პაციენტებისთვის? რატომ უნდა აირჩიონ კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებმა კლინიკური ონკოლოგიური კვლევების ჩასატარებლად? - ამ თემებზე კავკასიის მედიცინის ცენტრის, კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი - ივანე კილაძე გვესაბრა.