OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით

21 February 2024
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით

„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“...

თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.

ისტორია საკმაოდ მძიმეა - ინტოქსიკაციამ ჯერ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია, შემდეგ კი, სისხლის შედედების ფონზე, ინსულტი განვითარდა. თავდაპირველად, საუბარი სიცოცხლის შენარჩუნებაზე იყო. ექიმებმა ეთოს გადარჩენა შეძლეს, თუმცა ახალგაზრდა ქალს სახის პარალიზება, ანუ დამბლა განუვითარდა. ეს ისტორია ინსულტის შემდგომ გადარჩენაზე არ მოგვითხრობს, ისტორია ინსულტის მწვავე შედეგების აღმოფხვრას ეხება.

„ეთომ ამ მძიმე შემთხვევიდან 3,5 წელიწადში, სახის გამოხატული დამბლით მომმართა. სურდა, ცხოვრების ხარისხი აემაღლებინა და სიცოცხლის ხალისი დაებრუნებინა, რადგან გამოხატული ვიზუალური დეფექტის გარდა, მას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც აღენიშნებოდა. ჩემთან მოსვლისას სახის ერთ მხარეს მხოლოდ ოდნავ ამოძრავებდა, ანუ შექცევადი დამბლა ჰქონდა. აღენიშნებოდა ბეხტერევის მეცამეტე სიმპტომი, რაც ნიშნავს, რომ საუბრისას სრული დამბლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სახის პარალიზებული ნაწილების აღსადგენად ნერვის გადანერგვა ფეხიდან გახდა საჭირო. ნერვის ტრანსპლანტაცია პერპენდიკულარულად  განვახორციელეთ და ჯვარედინი პლასტიკა გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში, როდესაც სახის ჯანმრთელი მხარე შეიკუმშებოდა, შეკუმშვის სიგნალი სახის პარალიზებულ მხარესაც გაეცემოდა,“ - გვიყვება პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ციცინო შურღაია.

სახის ნერვის წარმატებული ქირურგიის პირველი შედეგი 4 თვეში გამოვლინდა, როდესაც გადანერგილმა ტრანსპლანტატმა გაცოცხლება დაიწყო და სახის ასიმეტრია გასწორდა. საბოლოო შედეგი ნერვის ბოლომდე ჩაზრდაა, რაც ფიზიოთერაპიასა და სტიმულაციასთან სინთეზში, სახის დაზიანებული მხარის შეგრძნებას 100%-ით აღადგენს.

„დოლბანდი მესამე დღეს მოვიხსენი. მიუხედავად იმისა, რომ  შეშუპებაც მქონდა, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.. ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე ტუჩის გამოძრავება, თვალის დახუჭვა. დაახლოებით 8 თვეში საბოლოო შედეგი დადგება. მეც დღითიდღე უფრო მეტ ბედნიერებას და მადლიერებას ვგრძნობ სამყაროს მიმართ,“ - გვიყვება ეთო.

„თუ პაციენტის მდგომარეობაში ვერ შეხვედი, ვერასდროს დაეხმარები მას. ამიტომ ქირურგისთვის გულისხმიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს ყველანაირ ბარიერს ლახავ და პაციენტის გამოჯანმრთელება საკუთარივით გიხარია. ეთოს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ბედნიერებას მანიჭებს ფაქტი, რომ მის სიცოცხლეს ხალისი დაუბრუნდა,“ - ამბობს ციცინო შურღაია.

 

 

Other Blogposts

არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Explore Now
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 July 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.