OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

„მცირდება ულუფები, იცვლება ცხოვრების წესი“ - წონაში კლების შედეგი, რომელსაც სალომე დადუნაშვილმა კუჭის ბოტოქსის პროცედურით მიაღწია

17 August 2022
„მცირდება ულუფები, იცვლება ცხოვრების წესი“ - წონაში კლების შედეგი, რომელსაც სალომე დადუნაშვილმა კუჭის ბოტოქსის პროცედურით მიაღწია
სალომე დადუნაშვილი ჟურნალისტია, მუდმივად ეკრანთან მუშაობს და მისთვის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ ჭარბი წონა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა და ამ პრობლემას თავადაც უკვე წლებია, ებრძვის. თანამედროვე მედიცინამ მას სულ ახლახან მისცა შესაძლებლობა, წონაში ეფექტურად, შეზღუდვების გარეშე დაეკლო და ცხოვრების წესი შეეცვალა.

„წონაში კლების ამ ხანგრძლივ პროცესში ყველანარი ფიზიკური და ემოციური რესურსი ამოვწურე. ამიტომაც გადავწყვიტე, დახმარებისთვის მიმემართა. ჩავატარე მცირე გამოკვლევა და აღმოვაჩინე კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის უნიკალური პროცედურა, რომელიც დამხმარე საშუალებაა, ზედმეტი კილოგრამები სწრაფად, ეფექტურად და, როგორც იტყვიან, შიმშილის გარეშე მოიშორო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მცირდება არა მხოლოდ ულუფის რაოდენობა ჩვენი კვების რაციონში,  არამედ იცვლება ცხოვრების წესიც.“

ამბობს, რომ კუჭის ბოტოქსი ჯადოსნური ჯოხივით ვერ იმოქმედებს, თუკი არ არსებობს რეჟიმის დაცვის, ცხოვრების წესის შეცვლის სურვილი. სალომესთვის გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზული იყო. ხედავდა ადამიანებს, რომლებმაც ამ პროცედურით სასურველ შედეგს მიაღწიეს და მიზნად დაისახა, ზედმეტი 25 კილოგრამი თავადაც მოეშორებინა.

„რადიკალური მეთოდებით არ ვიყავი დაინტერებული და გარდა ამისა, კუჭის ოპერაციას არც ვსაჭიროებდი. კუჭის ბოტოქსის ჩატარებიდან დღემდე 15 კილოგრამი დავიკელი. ეს პერიოდი საკმაოდ მშვიდი იყო. შევიმუშავე ჩემი რეჟიმი და დავიწყე ფეხით მოძრაობა. სასურველ მიზნამდე სულ რაღაც 10 კილოგრამი მაშორებს.“ სალომე დადუნაშვილმა პროცედურისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრს მიმართა. მანიპულაციისთვის ის ენდოკრინოლოგმა სალომე კალანდაძემ მოამზადა. მომზადება კუჭის ლორწოვანის დათვალიერებას გულისხმობს, რათა გამოირიცხოს რაიმე სახის ეროზიული დეფექტი ან პათოლოგია. ენდოკრინოლოგმა პაციენტს აუხსნა, რომ მეთოდი ნაკლებინვაზიური და არატრავმულია, სულ რაღაც 15 წუთი გრძელდება და კუჭის ლორწოვან გარსში ბოტულინის ტოქსინის ენდოსკოპიური გზით შეყვანას გულისხმობს. შედეგად, მცირდებაკუჭის მოცულობა და ქვეითდება მადა.

ენდოკრინოლოგი ამბობს იმასაც, რომ კუჭის ბოტოქსი ამცირებს კარდიოვასკულურ რისკებს და შესაძლო გართულებებს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. წონაში კლება კი ჯანსაღად მიმდინარეობს, რაც, სალომე დადუნაშვილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი ცხოვრების წესი ახლა უკვე შეიცვალა.

Other Blogposts

არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Explore Now
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 July 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.