OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმთან, ნუცა შამათავასთან

17 December 2021
ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმთან, ნუცა შამათავასთან

2021 წლიდან, უკვე 7 თვეა, რაც ქართველი ბორჯღალოსნების ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე კავკასიის მედიცინის ცენტრი ზრუნავს. რა როლი უჭირავს ჰოსპიტალს მორაგბეების ფიზიკურ მზაობაში და რატომ შეირჩა იგი სამედიცინო პარტნიორად? ამ თემებზე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, ნუცა შამათავა გვესაუბრა.

რამდენად საპასუხისმგებლო და შრომატევადია მორაგბეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

-        რაგბი კონტაქტური თამაშია, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული სპორტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მორაგბეების ჯანმრთელობას, ვინაიდან მათი ფიზიკური მდგომარეობა ისახება თამაშის ხარისხზე. როდესაც ნაკრები შეკრებაზე იმყოფება, ჩვენ გვიწევს მოთამაშეების სწრაფი დიაგნოსტირება, პრობლემის მართვა და მათი რეაბილიტაცია. ნაკრების წევრებს უტარდებათ წინასაშეჯიბრო შემოწმება და მთელი წლის განმავლობაში სამედიცინო გუნდი ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე.

რატომ კავკასიის მედიცინის ცენტრი?

-        კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩვენს ერთ-ერთ სამედიცინო პარტნიორად შევარჩიეთ მისი კვალიფიციური ექიმების გუნდის, მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების გამო.

რამდენად აკმაყოფილებს ცენტრი სტანდარტებს, რა მაღალტექნოლოგიურ კვლევებს გთავაზობთ ჰოსპიტალი და რა როლი უჭირავს კვალიფიციურ ექიმებს მორაგბეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში?

-        რაგბიში, დიაგნოზის სწრაფად დასასმელად და შემდგომი მართვისთვის, ყველაზე ხშირად გვჭირდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი. ხანდახან გვიწევს, ძალიან სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება შეძლებს თუ არა მოთამაშე ვარჯიშსა და თამაშს, ამაში კი კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური რადიოლოგების გუნდი გვეხმარება. ხშირად გავდივართ კონსულტაციებს ქალბატონ სოფო მიქიაშვილთან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო რადიოლოგია  ძვალ-სახსროვანი სისტემის ტრავმების მიმართულებით.

გარდა ზემოთ თქმულისა, კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ მორაგბეების ჯანმრთელობას ანდობთ კავკასიის მედიცინის ცენტრს?

-        კავკასიის მედიცინის ცენტრი არ არის მხოლოდ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან დაკომპლექტებული მულტიპროფილური კლინიკა, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მეგობრულად და გულისხმიერებით უდგება ყველა საკითხს, დაუყოვნებლივ და შეცდომების გარეშე გვაწვდის ზუსტად იმ მომსახურებას, რაც გვჭირდება, ეს კი ჩვენთვის და ჩვენი მორაგბეებისთვის  უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრი გვეხმარება ჩვენი უცხოელი, სტუმარი გუნდების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაშიც.

Other Blogposts

კუჭის ბოტოქსი - ზედმეტი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი.
Explore Now
კუჭის ბოტოქსი - ზედმეტი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი.
03 August 2022
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებადინვაზიური და თანამედროვე მეთოდია. მანიპულაციისას ბოტულინის ტოქსინის ენდოსკოპიური გზით შეყვანა ხდება სპეციალურ ადგილას, რაც საბოლოოდ კუჭის მოცულობის შემცირებასა და მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს.
ინსულტიდან 1 საათში - ნეიროქირურგების სწრაფი და სპეციალიზებული მკურნალობით გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი
Explore Now
ინსულტიდან 1 საათში - ნეიროქირურგების სწრაფი და სპეციალიზებული მკურნალობით გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი
28 July 2022
ინსულტის მკურნალობაში კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული გუნდის მრავალი წარმატებიდან ერთ-ერთია ახალგაზრდა მამაკაცის სამედიცინო შემთხვევა, როდესაც ის ჰოსპიტალში დაავადების სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
ინსულტის მწვავე შედეგები დამარცხებულია - თრომბექტომიამ პაციენტის სიცოცხლე იხსნა
Explore Now
ინსულტის მწვავე შედეგები დამარცხებულია - თრომბექტომიამ პაციენტის სიცოცხლე იხსნა
12 July 2022
მწვავე იშემიური ინსულტის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა პაციენტის გადარჩენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება რაიმე სახის ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე: ნუნუ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.