კავკასიის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს 24საათის განმავლობაში სრული სპექტრის ნევროლოგიურ სერვისს, სადაც უახლესი ტექნიკისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება პაციენტების დიაგნოსტირება და შემდგომიმკურნალობა როგორც სტაციონარის, ისე ამბულატორიულ პირობებში.
კლინიკა უზრუნველყოფს შემდეგი ნევროლოგიური ნოზოლოგიების მართვას:
- თავის ტვინისა და სისხლძარღვთა იშემიური დაავადებები და მათი გადაუდებელი მკურნალობა
- ნეიროინფექციური დაავადებები
- თავის ტრავმები
- ნეირო რეაბილიტაცია
- თავის ტკივილები
- ეპილეფსია
- პარკინსონის დაავადება
- გაფანტული სკლეროზი
- ალცჰეიმერის დაავადება
- ტვინის სიმსივნეები
- თავბურსხვევები
- მიოპათიები
- პერიფერიული ნეიროპათიები
- ტკივილი წელის არეში
- ძილის დარღვევები
- მოძრაობის დარღვევები
ნევროლოგიური დაავადებების კვლევები
კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის საჭირო ყველა ტიპის კვლევა, კერძოდ:
- ელექტრო ენცეფალოგრამა (ეეგ)
- ელექტრონული მიოგრაფია (ემგ)
- ნერვული მდგომარეობის დიაგნოსტიკური ტესტები
- კაროტიდული ულტრასონოგრამა (კისრის კაროდიტული არტერიების ულტრასონოგრაფია)
- 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;
- 1.5 და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
- ლაბორატორიული კვლევები