OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

ენდოსკოპია

კავკასიის სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპიური განყოფილება სრულად არის უზრუნველყოფილი უახლესი აპარატურით, სასტერილიზაციო მანქანებითა და ყველა ენდოსკოპიური მანიპულაციებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მასალით.
ენდოსკოპია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
ჩვენს კლინიკაში არსებული უახლესი თაობის ენდოსკოპები უზრუნველყოფენ ლორწოვანი გარსის ე.წ. NBA რეჟიმით დათვალიერებას, რაც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ნულოვან, in situ სტადიაზე სიმსივნის გამოვლენის. რაც შემდგომი სწორი მკურნალობის ხარჯზე პაციენტის სრული გამოჯანმრთელების გარანტიაა.

ენდოსკოპიურ განყოფილებაში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები და ჩარევები:
  • დიაგნოსტიკური ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - რომლის დროსაც ხდება საყლაპავის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი მორფოლოგიური კვლევისთვის.

სამკურნალო ენდოსკოპიური მანიპულაციები:

  • სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა ელექტროკუაგულაციით ინჯექტორის მეშვეობით.
  • საყლაპავის ბუჟირება
  • საყლაპავის სტენტირება
  • საყლაპავის ვენების ლიგირება
  • პოლიპექტომია
  • გასტროსტომია
  • პაპილოტომია
  • ნაღვლის სადინრისა და პანკრეასის სადინრის სტენტირება
  • დიაგნოსტიკური კოლონოსკოპია - რომელიც გულისხმობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას შემდგომი მორფოლოგიური კვლევისთვის;
  • სამკურნალო კოლონოსკოპია - სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ენდოსკოპიური პოლიპექტომია.
  • დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია - ბრონქების ლორწოვანი გარსის ენდოსკოპიურ კვლევას წარმოადგენს და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევა ბიოფსიური ან ციტოლოგიური მასალის აღება განხორციელდეს შემდგომი კვლევისთვის.
  • ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ანესთეზიით, რაც მაქსიმალურად ამცირებს დისკომფორტს პაციენტისთვის.
სპეციალობები
კავკასიის სამედიცინო ცენტრში ტარდება შემდეგი ენდოსკოპიური ოპერაციები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ქირურგიული გუნდის მიერ.

დემეტრე მამულაძე

3:57 წუთი

მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი