დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის დაავადებათა ინსტიტუტში. მონაწილეობდა ოფთალმოლოგიურ ტრეინინგებში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. 2004 წელს მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში ბავშვთა ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელად. აგრეთვე არის ოფთალმოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი.
სპეციალიზაცია: ბავშვთა და მოზრდილთა ზოგადი ოფთალმოლოგია, სტრაბიზმოლოგია, ოკულოპლასტიკა.
თამარ ოდიშარია გახლავთ 30-ზე მეტი სამეცნიერო კვლევითი სტატიისა და თეზისის ავტორი.