OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

სულხან ლომინაძე MD, PhD

კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსი; სამედიცინო დირექტორი; კარდიო ქირურგი
5 (9)
სულხან ლომინაძე MD, PhD
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ექიმთა დახელოვნების უნივერსიტეტში, კარდიოქირურგიის განხრით. 2007 წელს სულხანმა მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სულხან ლომინაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან ის იკავებს კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორისა და კარდიოქირურგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.
პროფესიული განვითარების მიზნით, მან გაიარა გადამზადების კურსი ბერლინში, გერმანიის გულის ინსტიტუტსა (DHZB) და ჟენევას სამედიცინო ცენტრ La Tour-ში. ამავე პერიოდში, ის გახდა სტაჟირების პროგრამის მონაწილე ისრაელის სამედიცინო ცენტრ Shaare Zedek-ში.

სულხან ლომინაძე გახლავთ მკვლევარი მესამე ფაზის ორ კლინიკურ კვლევაში და მის სახელს ატარებს 20 სამეცნიერო ნაშრომი. 2017 წლიდან ის არის კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.





პაციენტების შეფასება
ნაირა
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო სულხან !
თეიმურაზ
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
დიდებული პროფესიონალი და პიროვნება. ბევრი სიცოცხლე უხსნია !!!
მედეა
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
ოქროსხელება ქირურგი და ნამდვილი ადამიანი. მადლობა ბატონ სულხანს ჩემი მეუღლის გადარჩენილი სიცოცხლისათვის !!
მეტის ჩატვირთვა
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
5 (9)
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ