რევაზ ომიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გაიარა რეზიდენტურა ოფთალმოლოგიის განხრით ამავე უნივერსიტეტში. მან წარმატებით ჩააბარა შეერთებული შტატების ლიცენზირების გამოცდები და აიღო ECFMG სერტიფიკატი. 5 წელი მუშაობდა შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უილმერის თვალის ინსტიტუტში. არის 8 სამეცნიერო კვლევის თანაავტორი.
2017 წლიდან ის საქართველოში ჯონს ჰოპკინსის უილმერის თვალის ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენელია. რევაზ ომიაძემ ფაკოემულსიკაციის პრაქტიკული კურსები გაიარა ინდოეთში, აგრას თვალის ცენტრისა და კვლევის ინსტიტუტში. გარდა ამისა, არის ევროპის კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის საზოგადოებისა (ESCRS) და საქართველოს ოფთალმოლოგიური ასოციაციის წევრი. რევაზ ომიაძე ევექსის გუნდს 2018 წლიდან შეუერთდა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.