
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. რეზიდენტურა გაიარა ამავე უნივერსიტეტში, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით და გახდა სერთიფიკატის მფლობელი.
ნინო თედორაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჯამად, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს ექიმი-ენდოკრინოლოგის პოზიციას.
ის ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რომელთა შორისაა: ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია (ESE), ESE -ის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა და მეცნიერთა ასოციაცია, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაცია (ETA), საქრათველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) და საქართველოს კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაცია (GACE).
ზემოთ თქმულის გარდა, მისი მონაწილეობით რედაქტირდა და ქართულ ენაზე ითარგმნა რამდენიმე გაიდლაინი.