დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ამავე უნივერსიტეტში, ოფთალმოლოგიის განხრით.
ნინო ბერაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამედიცინო ტრენინგებსა და კონგრესებში. ასევე არის ოფთალმოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ტრენერი.
სხვადასხვა წლებში ნინო არის საქართველოს, შავი ზღვის ქვეყნების ოფთალმოლოგთა და ევროპის რეტინოლოგთა ასოციაციების წევრი.