დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. პროფესიული განვითარების მიზნით, მიიღო კვალიფიკაცია რადიოლოგიაში, ასევე აიღო ლიცენზიები ნეიროქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში.
ნიკოლოზ საინიშვილს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება.
2016 წლიდან, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას.
ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებში, კონგრესებსა და სასერთიფიკატო ღონისძიებებში.