მიხეილ გაბრიჩიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და რეზიდენტურა წარმატებით გაიარა ეროვნულ ოფთალმოლოგიურ ცენტრში, სადაც 25 წლის განმავლობაში იმუშავა. მან კვალიფიკაცია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აიმაღლა და დღემდე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. 2018 წლის შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა.