OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

გიორგი ჯინჭველაძე

ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილების ხელძღვანელი
5 (1)
გიორგი ჯინჭველაძე

გიორგი ჯინჭველაძე კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახლავთ საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციისა(GAAVS) და ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების (ESVS) წევრი.


„თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლის გადარჩენა არის უდიდესი გამოწვევა, რაც მიქმნის მოტივაციას გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“.


კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთადა ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით, რომელიც პაციენტს ნებისმიერი სისხლძარღვოვანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს, მათ შორის:

  • ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა;
  • სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების მკურნალობა;
  • დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე (მინიინვაზიური) მეთოდები;
  • მაგისტრალური სისხლძარღვების ანევრიზმების ქირურგიული და ენდოვასკულური მკურნალობა;
  • საძილე არტერიების შევიწროვებით გამოწვეული ინსულტის მართვა;
  • ღრმა და ზედაპირული ვენების დიაგნოსტიკა, თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა, მკურნალობა ;
  • ენდოვენური (უსისხლო) ოპერაციები (რადიოაბლაცია) ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ვენური ტროფიკული წყლულების დროს;
  • მინიფლებექტომია და ვარიკოზული წვრილი კაპილარული ქსელის სკლეროთერაპია;
პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
5 (1)
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ