საშვილოსნოს ყელის კიბო არის ქალთა ადრეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველწლიურად 270 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში. აღნიშნულ სტატიაში შევეხებით, თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება და როგორ მკურნალობენ მას.
საშვილოსნოს ყელის კიბო: წარმოშობის მიზეზები
საშვილოსნოს ყელის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი წარმონაქმნის ფორმირება საშვილოსნოს ყელის მიდამოებში. საშვილოსნოს კიბო განეკუთვნება იმ ონკოლოგიური დაავადებათა რიცხვს, რომელთა გამომწვევი მიზეზი ცნობილია.
საშვილოსნოს ყელის კიბო ჩნდება ადამიანის პაპილომა ვირუსის ზემოქმედებით. ეს ვირუსი გადადის სქესობრივი გზით. არსებობს ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი, თუმცა ყველა მათგანი როდი იწვევს კიბოს.
არსებობს ე.წ. ონკოგენური ვირუსის ტიპები, რომელთაც მიეკუთვნება 16 და 18. სწორედ ისინი იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების შემთხვევათა 70%-ში. ვირუსის ტიპები იწვევს კიბოსწინა დაავადებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იწვევენ სიმსივნის განვითარებას.
ადამიანის პაპილობა ვირუსით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ქალი, რომელიც ცხოვრობს სქესობრივი ცხოვრებით. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც აქვს სქესობრივი ცხოვრება, ინფიცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსით. ვირუსი ყოველთვის არ იწვევს აღნიშნულ დაავადებას, მაგრამ საგრძნობლად ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს.
ქალთა სქესობრივი ორგანოების მიშვებული, მიუხედავი დაავადებები შესაძლოა დროთა განმავლობაში გადაიზარდოს კიბოში, თუ მათ დროულდ არ ვუმკურნალებთ. ამგვარ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება არა მარტო ადამიანის პაპილომა ვირუსი, არამედ სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც, - ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი.
კიბოსწინარე დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ეროზია, პოლიპები და სხვა ფონური პათოლოგიებიც. კიბოსწინარე დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება დისპლაზია - საშვილოსნოს ეპითელიუმის შრიანობის დაკარგვა.
სიმსივნე საშვილოსნოს ყელის მიდამოში შეიძლება განვითარდეს სხვა ფაქტორების ზემოქმედებითაც. ასეთი ფაქტორებია:
- სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში;
- ორსულობა და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
- რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
- კონტრაცეპტივების მოხმარება;
- სუსტი იმუნიტეტი;
- თამბაქოს მოხმარება;
- კანცეროგენები;
- რადიაცია;
- ასაკი.
ერთი ან რამდენიმე ამგვარი ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს სიმსივნის განვითარების ას პროცენტიან ალბათობას, თუმცა ზრდის მისი განვითარების რისკს. საშვილოსნოს ყელის კიბო არ გადადის „მემკვიდრეობით“.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები
დაავადებას ადრეულ სტადიებზე არ გააჩნია სიმპტომები. მისი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ექიმისათვის მიმართვის შემთხვევაში. საშვილოსნოს ყელში არსებული სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის მიხედვით პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:
- სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან. აღნიშნული სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს სქესობრივი კავშირის შემდგომ. როგორც წესი, გამონადენს ახასიათებს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი.
- ტკივილი მუცლის ქვემოთ, წელის არეში;
- ტკივილის შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს;
- ფეხების შეშუპება (ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი)
პაციენტის განკურნების პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაზე დაუდგენენ პაციენტს საშვილოსნოს ყელის კიბოს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების სტადიები და განკურნების პროგნოზი
გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის კიბოს რამდენიმე სტადიას.
- პირველ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნი განლაგებულია საშვილოსნოს ყელის ფარგლებში. განკურნებადობის პროგნოზი ამ სტადიაზე ყველაზე მაღალია - სიცოცხლის 5 წლით გახანგრძლივების პროცენტული მაჩვენებელია 90%.
- მეორე სტადია ხასიათდება სიმსივნის ზრდით, თუმცა სიმსივნური წარმონაქმნი კვლავაც საშვილოსნოს ყელის ფარგლებში რჩება და არ ეხება მენჯის კედლებს. აღნიშნულ სტადიაზე მკურნალობას კვლავ აქვს პოზიტიური შედეგები. ალბათობა იმისა, რომ კიბოს მეორე სტადიაზე მყოფ პაციენტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდებათ 5 და მეტი წელი, 60%-ია.
- დაავადების მესამე სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნი იკავებს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის მიდამოებს, არამედ გადადის საშოს ქვედა ნაწილშიც. მკურნალობის პროგნოზი ნაკლებად სასურველია, პაციენტებს სიცოცხლე უხანგრძლივდებათ 5 და მეტი წლით შემთხვევათა 30%- 50%-ში.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს მეოთხე სტადია ყველაზე მძიმეა. ამ სტადიაზე სიმსივნე გადის მეზობელ ორგანოებში - შარდის ბუშტში, ღვიძლში. პაციენტებს უვითარდებათ მეტასტაზები საშვილოსნოს ყელის მოშორებით მდებარე ორგანოებსა და სისტემებში. აღნიშნულ სტადიაზე განკურნება ძალიან რთულია. პაციენტები, სიცოცხლის ხანგრძლივობას ინარჩუნებენ 5 და მეტი წელი შემთხვევათა 20%-ში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეობები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად სახეობას - ბრტყელუჯრედოვან და ჯირკვლოვან კიბოს (ადენოკარცინომა).
- ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს სიმსივნე ვითარება ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედებისაგან, რომლებიც ფარავს საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილს;
- ჯირკვლოვანი კიბოს (ადენოკარცინომის) შემთხვევაში, სიმსივნური წარმონაქმნი ფორმირდება საშვილოსნოს ყელის ცერვიკალურ არხში. ადენოკარციმონის დიაგნოსტიკა უფრო იშვიათია, ვიდრე ბრტყელუჯრედოვანი კიბოსი. აღნიშნული კიბოს სახეობა გვხვდება შემთხვევათა 5-15 %-ში.
დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის სტრუქტურას. თუ ეპითელური უჯრედები, რომლებშიც განვითარდა სიმსივნე, არის კერატიზირებული ტიპის, საუბარია კერატიზირებული ტიპის კიბოზე. თუ ეპითელიუმის უჯრედები არ არის მიდრეკილი კერატიზირებისაკენ, აქტიურად ხდება მათი დაყოფა და აქვთ სწორი ფორმა, და ეპითელიუმში მაინც ჩამოყალიბდა სიმსივნური წარმონაქმნი, საქმე გვაქვს არაკერატიზირებული ტიპის კიბოსთან.
საშვილოსნოს ყელის კიბო შესაძლოა განსხვავდებოდეს სიმწიფის ხარისხის მიხედვით. სიმსივნის მომწიფებული ფორმა არის ნაკლებად ავთვისებიანი, ვიდრე მოუმწიფებელი. განასხვავებენ შემდეგი სახის სიმსივნეებს:
- დიფერენცირებული სიმსივნე, ე.ი სიმსივნური წარმონაქმნის მომწიფებული ფორმა;
- არადიფერენცირებული სიმსივნე, ე.ი სიმსივნური წარმონაქმნის მოუმწიფებელი ფორმა;
- ნაკლებად დიფერენცირებული სიმსივნე, საშუალოდ მომწიფებული სიმსივნე
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა იწყება ექიმ გინეკოლოგთან ვიზიტით. ექიმი ატარებს გარეგან დათვალიერებას და ეჭვის შემთხვევაში ნიშნავს დამატებით ანალიზებს.
- საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა გვაძლევს კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენის საშუალებას. პაციენტის საშვილოსნოს ყელიდან იღებენ ნაცხს (პაპანიკოლაუს ნაცხი - პაპ ტესტი) და შეისწავლიან უჯრედებს მიკროსკოპის ქვეშ. აღნიშნული ანალიზი ატიპიური უჯრედების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, და მათი არსებობის შემთხვევაში შემდგომი გამოკვლევისათვის ინიშნება ანალიზები.
- დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპია კოლპოსკოპია. აღნიშნული ტესტი ექიმს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი გამადიდებელი აპარატით - კოლპოსკოპით. პროცედურას 10 – 15 წუთი სჭირდება და სრულიად უმტკივნეულოა. გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენა და სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის შემთხვევაში მისი ზომის დადგენა.
- შემდგომი ეტაპია ბიოფსიისათვის მასალის აღება. მასალას ბიოფსიისათვის ექიმი იღებს კოლპოსკოპიის დროს. მასალას წარმოადგენს ქსოვილის ნიმუში, რომელსაც ლაბორატორიულად შეისწავლიან. ქსოვილის ნიმუშს იღებენ ცერვიკალური არხიდან ან საშვილოსნოს ყელის გარსიდან. ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს ორივე ანალიზს. ბიოპსიის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენა და მისი განვითარების სტადიის დადგენა.
მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება დიაგნოსტიკის მონაცემების დასაზუსტებლად.
კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნის ზომის გაგება და იმის დადგენა, ჩათრეულია თუ არა ლიმფური კვანძებიც. როგორც კი ექიმი მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, იგი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
დროული დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. დიაგნოსტირება უნდა ჩაატაროს გამოცდილმა ექიმმა, რომელსაც შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა, დაავადების სტადიის შეფასება და საჭირო მკურნალობის დანიშვნა.
კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკურ მომსახურებას. ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს საქართველოსა და ევროპის გინეკოლოგთა და ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი, ვადიმ ხატიაშვილი. ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ ყველა საჭირო ანალიზს, რომელიც საჭიროა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკისათვის, იქნება ეს ციტოლოგია, კოლპოსკოპია, ბიოპსია, თუ მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ყველა ანალიზი ტარდება უახლესი აღჭურვილობის გამოყენებით, რაც გამორიცხავს შეცდომების დაშვების ალბათობას. დიაგნოზს დასვამენ ცენტრის კვალიფიციური ექიმები და დანიშნავენ შემდგომ მკურნალობასაც.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა
კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობენ კომბინირებული მეთოდებით. პაციენტებს უტარდებათ ოპერაციები და ენიშნებათ ქიმიოთერაპიის პრეპარატები. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში იყენებენ მკურნალობის სხივურ თერაპიასა და ჰორმონოთერაპიას. მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, თანხმლები დაავადებების არსებობაზე, კიბოს განვითარების სტადიასა და სხვა ფაქტორებზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ქირურგიული მკურნალობა
საშვილონოს ყელის კიბოს ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ოპერაციის ჩატარებას, რომლის დროსაც პაციენტებს კვეთენ საშვილოსნოს ყელის ნაწილს, საშვილოსნოს ყელს ან ზოგ შემთხვევაში მთლიან საშვილოსნოსაც. ამგვარ ოპერაციას გისტერექტომია ეწოდება. მეტასტაზების არ არსებობის და სიმსივნური წარმონაქმნის პატარა ზომის შემთხვევაში, პაციენტებს უტარდებათ კონიზაცია - საშვილოსნოს ყელის გარე ნაწილის ამოკვეთა.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ტარდება საშვილოსნოს ყელის მიდამოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთის ოპერაციები. თუ სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე ხდება, ახალგაზრდა პაციენტებს უნარჩუნდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. თუმცა, ამგვარი საკითხები ინდივიდუალურად განიხილება მკურნალ ექიმთან.
საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას უტარდება სიმსივნის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის ოპერაცია. ოპერაციის ჩატარების შემდგომ მრავალი პაციენტი განიცდის სტრესს. კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებთან მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც ეხმარება მათ სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ჩვეული წესით (ნორმალურად) გაგრძელებაში.
რადიოთერაპია
საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ თერაპიას ნიშნავენ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე ქიმიოტერაპიასთან ერთად. რადიოთერაპია გულისხმობს სიმსივნური უჯრედების დასხივებას, რაც იწვევს მათ განადგურებას.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ფლობს თანამედროვე აღჭურვილობას, რომელიც იძლევა კონკრეტულად სიმსივნური წარმონაქმნის დასხივების შესაძლებლობას ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა უჯრედები და ორგანოები. სხივური თერაპიის სეანსის განმავლობაში ექიმებს აგრეთვე შეუძლიათ დასხივების სიმძლავრის რეგულირება, რაც შესაძლებელს ხდის სიმსივნური წარმონაქმნის დასხივებას სხვადასხვა კუთხიდან. ამის შესაძლებელობას იძლევა მაღალი სიზუსტის მქონე სხივური თერაპიის ტექნოლოგია - IMRT.
ქიმიოთერაპია
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას, ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია, ან თუ ტარდება კომბინირებული მკურნალობა კიბოს გვიანდელ სტადიებზე. ქიმიოთერაპიას უწოდებენ სისტემურ თერაპიასაც, რამდენადაც მედიკამენტი ორგანიზმში შედის სისხლის მეშვეობით და ამდენად უვლის მთელ სხეულს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია ქიმიოთერაპიის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური პრეპარატები. ამ პრეპარატების მიღება ამცირებს სიმსივნის ზომას და აყუჩებს ტკივილებს, რაც მნიშნელოვნად ახალისებს პაციენტთა ცხოვრებას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს Evex Hospitals-ის ქსელის უმსხვილეს მრავალპროფილურ კლინიკას. ქსელი მოიცავს 19 კლინიკას საქართველოს 6 რეგიონში. თბილისის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს სთავაზობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს. ჰოსპიტალს ჰყავს ექიმებისა და მედდების კვალიფიციური კადრები, რომელთაც აქვთ საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება.
კავკასიის მედიცინის ცენტრის კიდევ ერთი უპირატესობაა მისი უახლესი თაობის აღჭურვილობა. ჰოსპიტალი დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და რეგიონული მასშტაბით წარმოადგენს ლიდერს ჯანდაცვის სფეროში. ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად.
კლინიკაში ტარდება უნიკალური ოპერაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ჰოსპიტალში მკურნალობა წარმატებით გაიარა საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ორმა მილიონმა პაციენტმა. მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ ჩატარებულია 200 ათასზე მეტი ოპერაცია.
კლინიკა არის სამედიცინო ტურიზმის ცენტრი და მოიზიდავს პაციენტებს სხვა და სხვა ქვეყნებიდან.
კლინიკასთან დაკავშირება შესაძლებელია სწრაფად და ადვილად, რამდენიმე ზარით. თქვენ არ დაგჭირდებათ ზრუნვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაზე. ამაზე იზრუნებს კლინიკის პერსონალი.
კავკასიის სამედიცინო ცენტრი ანაზღაურებს ონკოლოგიური პაციენტის თანმხლები პირის ბილეთს. პაციენტი უზრუნველყოფილი იქნება ექიმების სადღეღამისო დახმარებითა და ყურადღებით როგორც მკურნალობის პერიოდში, ისე მის შემდგომ. პაციენტების შეფასებები (გამოხმაურება) ადვილად ხელმისაწვდომია სამედიცინო დაწესებულების საიტზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში განიხილეთ მკურნალობის ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი ვარიანტი.